ივანიშვილ-ვაზაგაშვილის შეხვედრის სკანდალური დეტალები - „ივანიშვილი ისე განრისხებულა, რომ ტელეფონი იატაკზე დაანარცხა და დაფშვნა“

Image

იური ვაზაგაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის  შეხვედრის დეტალებზე, გარდაცვლილის ახლო მეგობარი „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.

 

„იური ვაზაგაშვილის ბოლო პრესკონფერენცია ინტერნეტში ეკატერინე ხვედელიძემ ნახა.

 

მან მაშინვე უთხრა ბიძინას - როგორც ჩანს ხელისუფლებაში ძალიან ცუდი ამბები ხდება, ასეთი გაცეცხლებული და გამწარებული იური ვაზაგაშვილი მე ჯერ არ მინახავსო!

 

ამის შემდეგ ივანიშვილმა დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს იური ვაზაგაშვილის მობილური ტელეფონის ნომერი გამოართვა და ვაზაგაშვილი ბიზნესცენტრში შეხვედრაზე მიიწვია.

 

ვაზაგაშვილი ივანიშვილს სქელტანიანი საქაღალდეებით ესტუმრა და იმ ადამიანების ვრცელი სია წარუდგინა, რომლებსაც თავისი შვილის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა და რომლებიც დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ.

 

ივანიშვილი თავიდან არაფრით იჯერებდა ვაზაგაშვილის მიერ მისთვის წარდგენილი სიისა და მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეს! ამაზე წაკამათებაც კი მოუვიდათ. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ივანიშვილმა უთხრა - თქვენს მიერ მოტანილ სიაში ჩამოთვლილი ადამიანებიდან თუნდაც ერთის შესახებ თუ დამიმტკიცებთ, კონკრეტულად სად მუშაობს დღეს და ვისი მფარველობის ქვეშ არის, ხელებს ავწევ და ყველაფერს დავიჯერებო და სიაში მალხაზ ჩიკვილაძის სახელსა და გვარს დაადო ხელი.

 

შეგახსენებთ, რომ მალხაზ ჩიკვილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (სუს-ის) ყოფილი თავმჯდომარეა, რომელიც ამ თანამდებობას როგორც ამბობენ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებითა და დაჟინებული მოთხოვნით დაემშვიდობა! ჩიკვილაძე სააკაშვილის რეჟიმის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის მოადგილე იყო და ვიდეოკადრებზეა დაფიქსირებული, 2009 წლის აქციის დროს როგორ ესროდა მშვიდობიან მომიტინგეებს უშიშროების შენობის აივნიდან არალეტალურ ტყვიებს.

 

მართლაც გაუგებარია, როგორ მოხვდა კისტის თოფით მონადირე კაცი ახალი ხელისუფლების პირობებში სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე თვის წინათ მას ეს თანამდებობა ივანიშვილის მოთხოვნით დაატოვებინეს. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სუს-ის უფროსობიდან მოხსნილი მალხაზ ჩიკვილაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რიგით ოპერმუშაკად იქნა გადაყვანილი.

 

ამიტომაც, როცა იური ვაზაგაშვილმა ივანიშვილს უთხრა - ჩიკვილაძე თქვენ კი გააგდეთ სუს-ის უფროსობიდან, მაგრამ იგი დღესაც თანამდებობაზე მუშაობს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეაო, ბიძინა ივანიშვილი კინაღამ ჭკუიდან გადავიდა და ინფორმაციის გადასამოწმებლად სპეცტელეფონით დაუკავშირდა ჩიკვილაძის შემცვლელს - სუს-ის დღევანდელ უფროსს მირიან მჭედლიშვილს, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშილის კადრი და მისი ნდობით აღჭურვილი პირია.

 

სუს-ის უფროსმა ივანიშვილს უპასუხა - ჩიკვილაძე დღეს სად მუშაობს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ 10-15 წუთში დავადგენ და გადმოგირეკავო. ივანიშვილი ამაზე მთლად გადაირია - არავითარი 15 წუთი, ტელეფონი არ გათიშო, ხაზზე დაგელოდები და ახლავე გაარკვიეო. მჭედილშვილმა გაარკვია და... იური ვაზაგაშვილი მართალი აღმოჩნდა...

 

ივანიშვილი საბოლოოდ გამოვიდა წყობილებიდან და ისე განრისხდა, რომ ტელეფონი, რომლითაც სუს-ის უფროსს მირიან მჭედლიშვილს ელაპარაკებოდა, იატაკზე დაანარცხა და დაფშვნა!  მოკლედ, ივანიშვილი დარწმუნდა, რომ იური ვაზაგაშვილი არაფერს აჭარბებდა და მას აღუთქვა - ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენი შვილის მკვლელობის საქმე უსწრაფესად გაიხნას, ყველა დამნაშავე დაისაჯოს და ვინც ამ უბედურებაში რაიმე ფორმით გარეულია, არცერთი თანამდებობაზე არ დარჩებაო!

 

ცხონებულმა იური ვაზაგაშვილმა ივანიშვილის ბიზნესცენტრი დაიმედებულმა დატოვა და დღე-დღეზე ელოდებოდა, რომ მისი შვილის საქმეს გახსნიდნენ და დამნაშავეებს პასუხისგებაში მისცემდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მხოლოდ სამმა დღემ გაიარა და იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს,“ - წერს „ასავალ-დასავალი“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !