-
2015-02-03 12:27
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, ადეკვატურად შეხედოს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას.
მისი თქმით, დღეს პარლამენტში რომ იყოს „დემოკრატიული მოძრაობის“ თუნდაც 15 კაცი, „ნაცმოძრაობა“ და კაკო ბობოხიძე ამდენს ვერ გაბედავდნენ.
„და თუ ამას გაბედავდნენ, ის კი არ იქნებოდა, ოთხი მსოფლიო ჩემპიონი რომ ურტყამდა და ერთი „სინიაკი“ ვერ დაადეს სახეზე, თავ-პირი აღარ ექნებოდა...
ამდენს იმიტომ ბედავს „ნაცმოძრაობა“, რომ იქ ორი-სამი კაცის გარდა, რეალურად არც ერთს არა აქვს ნაბრძოლი...
ჩვენს ხელისუფლებას თავისი ჩრდილის ეშინია, ასეთზე კი ზეწოლის განხორციელება ადვილია. ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, სააკაშვილს რომ დადასტურებოდა ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი აქვს, რომელი დასავლელი პოლიტიკოსი გაბედავდა მის დაცვას?!
ბიძინა ივანიშვილს იმიტომ კი არ ვაკრიტიკებ, რომ მისი მტერი ვარ, ვაკრიტიკებ იმიტომ, რომ ძალიან მაწუხებს ის, რაც ხდება.
კატასტროფული მდგომარეობაა ქვეყანაში, სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ, ქვეყანას პატრონი არ ჰყავს! თუ ხელისუფლებამ თავი ვერ დაიცვა, რატომ გგონიათ, რომ ვერ მოახერხებენ ხელისუფლების გადატრიალებას?
...ამაში „ნაციონალებს“ „ხუთიანი“ კი არა, „ასიანი“ უწერიათ... თუ ეს ხელისუფლება გონს არ მოეგო, ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდება“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
„ალია“