
ახალგაზრდები, რომლებმაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, გამოსაჩენ ადგილას გააკრეს პლაკატები წარწერით: "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" და "მომავალ წელს სოხუმში" პოლიციაში დაიბარეს.
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აქვეყნებს უწყებას, რომელიც ერთერთმა პირმა, ალექსანდრე იაკობიძემ მიიღო. ის ისანი-სამგორის პოლიციაშია დაბარებული, უწყების მიხედვით, "ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად".
"ჩვენი პატრიოტი ბიჭები, რომლემაც მთელ საქართველოში გააკეთეს ცნობილი წარწერები "სოხუმი-ჩემი იერუსალიმი" და "მომავალ წელს სოხუმში" ბატონიბიძინას მილიციამ დაიბარა ხვალ 11:00 საათზე.
პ.ს. მე მაინტერესებს აი იმ ფერად-ფერადი წარწერების, რომლებიც ქუჩაში ხშირად გვხვდება ქუჩების კედლებზე (მაგ.: ნინო+გიო=სიყვარულს, ან რომელიმე უცხოელი ბენდის ან მომღერლის სახელი, ან თუნდაც უცენზურო სიტყვები და ა.შ.) ავტორებიც დაყავთ პოლიციაში????? თუ მხოლოდ პატრიოტულ ლოზუნგებს დასდევენ?", - კითხულობს ანი ნადარეიშვილი და კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ბიჭებს, ვინც წარწერები გააკრეს და დახატეს.