
დავით საგანელიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პატრულზე ზეწოლის ამსახველი კადრები ერთი დიდი სცენარის ნაწილი და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დადგმული იყოს.
"ვნახე გუშინდელი ჩანაწერი და გარკვეულწილად ამან შემაშფოთა და დამაფიქრა. ჩემი დასკვნებიც გავაკეთე, რა და როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ დღეს გავრცელებულმა ახალმა ჩანაწერმა უკვე მაფიქრებინა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის სერიალია და როცა დგამს რომელიმე პოლიტიკური პარტია, მით უმეტეს, ასეთი გამოცდილი პოლიტიკური ძალა სერიალების დადგმაში, პიარში, ინტრიგებში და ათას მსგავს ფაქტებში, მაფიქრებინებს, რომ ეს მათი დადგმულია, ერთი დიდი სცენარის ნაწილია და უკვე ყველაფერს უნდა ველოდოთ, იმიტომ რომ ამ პარტიაში და ამ ძალაში ძალიან ბევრი საკმაოდ ნიჭიერი სცენარისტია, ბრჭყალებში, იმ გაგებით, რომ გააკეთოს სიბინძურე და ებრძოლოს ხელისუფლებას", - თქვა დავით საგანელიძემ.