-
2015-01-28 18:41
სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიციელები დავით ცინარიძის დასჯას ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი,",,ნაციონალური მოძრაობის" მიერ პატრულის თანამშრომლებზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება.
საპატრულო პოლიციიდან გათავისუფლებული ოფიცრები საპატრული პოლიციის უფროსის დავით ცინარიძის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებასა ითხოვენ.
,,ეს არის პატრულ-ინსპექტორების და საპატრულო პოლიციის დამცირება მისი ხელმძღვანელის, დათო ცინარიძის მხრიდან და ზოგადად, ხელმძღვანელობის მხრიდან. გარდა მორალური პასუხიმგებლობისა, აქ აშკარად იკვეთება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ცინარიძემ ბოროტად ისარგებლა თავისი თანამდებობით,” - განაცხადა სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის დამფუძნებელმა ზვიად კუპრავამ.