
ლუგანსკელი ავრომაიდნის აქტივისტი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ ლუგანსკის მილიციის ახალი უფროსი საოლქო ადმინისტრაციის შენობაში გამაგრებულ სეპარატისტებს მიუვარდა.
„ახალმა უფროსმა, გენერალმა ნაუმენკომ აიღო ავტომატი და მარტოდამარტო მიუვარდა საოლქო ადმინისტრაციის შენობაში გამაგრებულ ტერორისტებს.
ნაუმენკომ სეპარატისტებს უთხრა: "уё#ывать". ვიცნობ რა მას პირადად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს სწორედ მისთვის დამახასიათებელი ნაბიჯი იყო, რომელიც, პირველ რიგში, მილიციელების მოტივაციის ამაღლებას ისახავდა მიზნად.
ეს არის სწორედ ის პირადი მაგალითი, რომელიც კარგა ხანია, ლუგანსკის მილიციის არცერთ უფროოს თანამშრომლებისთვის არ მიუცია“.