
სასულიერო პირებთან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ, რომელიც დღეს დახურულ კარს მიღმა შედგა, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია შეწყდა, ანტიდისკრიმინაციულ კანონში კი ახალი ჩანაწერი გაჩნდა.
მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, "პირდაპირი დისკრიმინაცია" აღარ ჩაითვლება ასეთად, თუ:
„ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, მათ შორის საზოგადოებრივი მორალის დაცვას, გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწვად“.
"ლიბერალის" მიხედვით