
საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი გადაიქცა კანონად, რომელიც დისკრიმინაციის კონკრეტულ ფორმებს უშვებს, თუ ასეთია „საზოგადოების ინტერესი“ ან მოითხოვს „მორალი“.
დეპუტატი წერს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს 1990-იანი წლების მდგომარეობაში აბრუნებს:
„მოკლედ კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გადაიქცა კანონად რომელიც უშვებს დისკრიმინაციის კონკრეტულ ფორმებს თუკი ასეთია „საზოგადოებრივი ინტერესი“ ან მოითხოვს „მორალი.“
ასეთი რამ არა უბრალოდ გვაშორებს თავისუფალი საზოგადოების არსებობისთვის აუცილებელ ზოგად ნორმებს, არამედ მოაქვს სერიოზული საფრთხე ეროვნული საფრთხოებისთვის.
ვიღაც ტიპებს - კოლექტიურ ჯაჭვლიანებს - საშუალება ექნებათ კანონიერად იძალადონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა რომელიმე ჯგუფზე, რომელსაც თვითონ ჩათვლიან „ამორალურად.“ ეს ყველაფერი საქართველოს დაახლოვებს 1990-იანი წლების დასაწყისის მდგომარეობას, როცა ქვეყანა ერთ დიდ დენთის კასრს წააგავს და რუსეთს მხოლოდ ასანთის ღერის გადაგდებაღა სჭირდება საწადელის მისაღწევად“.