
ტვ "აბაზას" სიუჟეტი იმის შესახებ, თუ რამდენადაა მზად სოხუმი ტურისტული სეზონისთვის, უკვე იქცა საყოველთაო განხილვის თემად აფხაზეთში.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და სოხუმის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიუჟეტში დასმულ მწვავე პრობლემებზე აქცენტებით უკმაყოფილო დარჩნენ, თუმცა, კადრებიდან ჩანს, რომ მათში სოხუმის რეალური ყოფაა აღწერილი.