-
2014-04-27 10:33
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, დამაჯერებლად დაამარცხა რუსი მოწინააღმდე. ლიპარტელიანი ამ გამარჯვებით უკვე მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
90 კგ-ში უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულმა ვარლამ ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში უკრაინელ ვადიმ სიანავსკის აჯობა, მეოთხედფინალში კი ლიტველ კაროლის ბაუზასთან ვაზარით აგებდა, როდესაც მეტოქის შებოჭვა მოახერხა. ნახევარფინალში ვარლამის მეტოქე უნგრელი კრისტიან ტოტი იყო, ფინალში კი რუსი ძიუდოისტი კირილ ვოპროსოვი დაამარცხა.
გადამწყვეტი შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, ლიპარტელიანი გაფრთხილებით აგებდა, თუმცა გამოცდილმა ძიუდოისტმა მეტოქეს იუკოთი მოუგო.