
მას შემდეგ, რაც ტვ „იმედის“ არხზე შალვა რამიშვილმა თავის პირველ გადაცემაში „შალვა რამიშვილის შოუ“ ეკრანზე ფართო რაკურსით აჩვენა გიორგი გაბუნიას საწინააღმდეგოდ შექმნილი „ფეისბუქის“ უცენზურო გვერდის დასახელება, წამყვანის მიმართ უარყოფითად არამხოლოდ კონკურენტი ტვ-ს წარმომადგენლები, შალვა რამიშვილის მეგობრებიც განეწყვნენ.
გადაცემის კრიტიკოსთა შორის ბევრნი არიან ისეთებიც, რომლებიც შალვა რამიშვილის საქმიანობას ტვ-ში, ზოგადად, დადებითად აფასებენ, მაგრამ გადაცემა არ მოეწონათ.
კატეგორიული, მოკლე, უცენზურო და კონკრეტული სტატუსით შემოიფარგლა გიორგი ლაფერაშვილი, რომელმაც სტატუსის დაწერისთანავე განმარტა, რომ მისი სტატუსი „ფეისბუქზე“ ეხება გადაცემის ერთ კონკრეტულ მონაკვეთს, რომელიც თვითონ შალვა რამიშვილის მხრიდან უკვე მის კოლეგას ეხებოდა:
„შალვა რამიშვილი - @ლე ხარ. პატივისცემით, გიორგი ლაფერაშვილი“, - დაწერა მან „ფეისბუქზე“.
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ „შალვა რამიშვილის შოუს“ სრულ ჩანაწერს.