
„მევიდა ბიძინე - ჭამე, სვი და იძინე!“, - ამ ფრაზით იწყებს თამაზ მონიავა სიმღერის წარდგენას და ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილი ბიძინა ივანიშვილში სწორედ იმას ხედავს, ვინც ყველაფერს მის ნაცვლად გააკეთებს, თავად კი ჭამა-სმისა და ძილის გარდა არაფერი დარჩენია.
ეს სიმღერა ვიდეოპორტალებზე გავრცელდა და დღემდე პოპულარობით სარგებლობს.
ავტორი სწორედ ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანებს მიმართავს. სიმღერის ტექსტი ასეთია:
ოცნებებში დავფრინავ,
სხვა ოცნებით ვოცნებობ,
მაგრამ გადაგავიწყდათ
ფულის ნაცვლად დრო მეფობს...
ნეტავი რას უტოვებთ
თქვენს შვილებს და მომავალს,
მერე რა გეშველებათ,
ბიძინეიც რომ წავა...
ყველა ოცნებაშია,
ყველა სიზმრად ერთს ხედავს,
ყველას ბიძინას ფულის
უნდა ხელით შეხება.
ყველას მილიარდები
ესიზმრება, ბიძია,
ფული უყვარს სამშობლო -
სულ ფეხებზე ჰკიდია.
ოცნებები კარგია,
საოცნებოც მრავალი,
მაგრამ ჭეშმარიტება
გეკითხებით სად არის?
შენზე ფულის ,,ახევის“
ოცნებებიც დიდია
მერე არ თქვა: „არავის
ხმა არ ამოგიღიათ“.
სად გინახავს მაძღარი
ქართველი რომ შრომობდეს?
ბევრ ფულს თუ მიაჩვიე,
შენც დაგამხობს ბოლომდე.
ასე, ჩემო ბიძინა,
ჩვენთან ასე იციან,
სულ ეს არის, გახსოვდეს
შენი კოალიცია.
უამრავი გამცემი
დღეს შენს გვერდით არიან,
გუშინ მიშას უმღერდნენ,
რომ მიშა მაგარია.
უცხო რა საშიშია,შენიანებს ერიდე,
რაც მათ ზვიადს დამართეს,
განა არ გაგიგია?
ოცნებებში დავფრინავ,
სხვა ოცნებით ვოცნებობ,
მაგრამ გადაგავიწყდათ -
ფულის ნაცვლად დრო მეფობს...
ნეტავი რას უტოვებთ
თქვენს შვილებს და მომავალს,
მერე რა გეშველებათ,
ბიძინეიც რომ წავა.“