მოქალაქეები ფინანსთა მინისტრს მიმართავენ

Image

საქართველოს მოქალაქეები - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები, უფლებადამცველები, სტუდენტები -  ფინანსთა მინისტრს ღია წერილით მიმართავენ.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ბატონ ნოდარ ხადურს,

პატივცემულო ბატონო ნოდარ,

 

მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი ხელისუფლების ლეგიტიმურობა დამოკიდებულია მის მორალურ ავტორიტეტზე და მის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. საქართველოში არსებულ უკიდურესი სიღარიბის და მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის პირობებში,ფინანსთა სამინისტროს მიერ გასართობ ღონისძიებებში და კვებაში დიდი თანხების ხარჯვა,ავტორიტეტსა და საზოგადოებრივ ნდობას უკარგავს ფინანსთა სამინისტროს და, ზოგადად, ხელისუფლებას.

 

მოგახსენებთ, რომ 2013 წლის 23 მარტს ხელვაჩაურის რაიონში საკვების დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობისგან გარდაიცვალა 1 წლის გოგიტა აბაშიძე. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ “მნიშვნელოვანია, აღნიშნული შემთხვევა არ განვიხილოთ მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედიად და გავაანალიზოთ, თუ რამდენად სისტემურია ეს პრობლემა და რამდენად ადეკვატურია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ამ კუთხით.”

 

უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილობის მხრივ, ვითარება კვლავაც სავალალოა. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოქვეყნებული კვლევის  თანახმად საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურესი სიღარიბის მდგომარეობაში ცხოვრობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ბავშვების საჭიროებებს დღის განმავლობაში მხოლოდ 2 ლარი ხმარდება.  ამავე წყაროს თანახმად, საქართველოში დაახლოებით ნახევარ მილიონ მოქალაქეს, ძირითადად ქალებსა და ბავშვებს, ამა თუ იმ ფორმით აღენიშნებათ საკვების დეფიციტი.

 

ყოველწლიურად დაბადებული 63 000 ბავშვიდან 1033 ხუთი წლის ასაკს ვერ აღწევს. დადგენილია, რომ ბავშვების გარდაცვალების შემთხვევების ნახევარზე მეტი სწორედ კვების დეფიციტს უკავშრდება. ახლახანს ჩატარებული კვლევის მიხედვით, 5 წლამდე ასაკის 4.6 ათას ბავშვზე მეტი არასაკმარისი წონისაა. ბავშვებს, რომელთა წონაც ერთი (სულ მცირე) ან მეტი სტანდარტული დევიაციით ჩამორჩება ასაკობრივ ნორმას, ადრეული გარდაცვალების რეალური საფრთხე ემუქრება.

 

ამავე დროს, რამდენიმე დღის წინ,  მედია საშუალებებმა გვამცნეს რომ ვანის რაიონში 42 წლის მამაკაცმა მერაბ ქარჩხაძემ თავი მოიკლა, რადგანაც მისი 13 წლის შვილის ოპერაციისათვის 2100 ლარის შეგროვება ვერ შეძლო. ამავე დროს, ფინანსთა სამინისტროს მიერ 7 თვეში კვების ობიექტებში დახარჯული თანხა 77910 ლარს შეადგენს.

 

14 მარტს რესტორანში "ფუნიკულიორი" მორიგ ბანკეტში გადახდილი თანხა 13 500 ლარია. ანსამბლ "რუსთავი"-ს გამოსვლაზე იმავე დღეს 5900 ლარი დაიხარჯა, ხოლო 18 მარტს რესტორანში "ქართული სახლი" გამართული ნადიმი კი 11 500 დაუჯდა ქართულ სახელმწიფოს.სამინისტროს მიერ ორგანიზებულიმხოლოდ ამ ორი გასართობი ღონისძიების ფასიც კი გადაარჩენდა ქარჩხაძეების ოჯახს ტრაგედიას.

 

გასართობი ღონისძიებების ასეთი მასშტაბებით დაფინანსება ასევე გაუმართლებელია უცხოელი სტუმრების მასპინძლობის მოტივით. ამ გადაჭარბებული სადილის და გართობის არაეთიკურობა, რომელიც უკიდურესი შიმშილის და ადამიანური ტრაგედიის ფონზე მიმდინარეობს, არა მხოლოდ ქართული კულტურის ეთიკის საზღვრებს სცილდება.

 

2014 წლის მარტში კანადის ალბერტას პროვინციის პრემიერის ალისონ რედფორდის გადადგომა არამიზნობდივად დახარჯული 45 ათასი დოლარი გამო და 2009 წელს ინგლისელი პარლამენტარების მიერ არამიზნობრივად გაწეული ხარჯებით გამოწვეული საზოგადოებრივი პროტესტიცკიმოწმობს, რომ სახელმწიფო მოსამსახურეთა ხარჯების მიზნობრიობა თანაბრად მტკივნეულად აღიქმება ისეთ ეკონომიკურად უზრუნველყოფილ ქვეყნებშიც კი,როგორიც კანადა და ინგლისია.

 

ამასთანავე, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტული ფუფუნების ღონისძიება სახელმწიფოს სახსრებიდანთუ დონორის დაფინენსებიდან გაიწევა. ორივე წყარო, მისი კონკრეტული ბიუჯეტისგან დამოუკიდებლად, საქართველოს მოსახლეობის საკუთრებაა და მისსავე კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. ეკონომიკური განვითარების, სიღარიბის დაძლევისა და ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მიმართული დონორთა პროგრამები ამ დაუცველი ფენების საკუთრებაა. მათი სახელით ფუფუნებით ტკბობა და გართობა ამ სახსრების არამიზნობრივიგამოყენებაა.

 

სახელმწიფო მოხელეთა მიერ გაწეული არამიზნობირვი ხარჯების მიმართ საქართველოს მოქალაქეებს მანამდეც არაერთხელ გამოუხატავთ პროტესტი. ჩვენბევრჯერ მიგვითითებია, რომ მოქალაქეთა აუცილებელი საჭიროებისათვის მიმართული თანხების გასართობი საქმინობისათის ფლანგვა მაშინ,როდესაც ყოველ დღე უმრავი ზრდასრული და ბავშვი შიმშილობას ეწირება, სრულიად მიუღებელია. დროა, ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის საჯარო მოხელეებმა გაითავისონ, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ეს არის ერთადერთი მისაღები სტანდარტი.

 

ხელმომწერები:

 

ანა დოლიძე, იურისტი

ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

ბაქარ ბერეკაშვილი, პოლიტოლოგი

მერაბ ქართველიშვილი,  IMTD-Georgi

ნინო პეტრიაშვილი, Transcend-Georgia

გიორგი ყავლაშვილი, ახალი იდეა

ლევან ნაცვლიშვილი, IMTD-Georgia

თიკა დოლიძე Transcend-Georgia

ელენე კორკოტაშვილი IMTD-Georgia

გიორგი ჭანტურია, ახალი იდეა

ოლენა აბრამიშვილი, CROSS-Georgia

ზურაბ რთველიაშვილი, პოეტი

ლაშა ხარაზი, ფილოსოფოსი

ეკა აღდგომელაშვილი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი.

ანა აბაშიძე - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

თათული თოდუა, იურისტი

ალექსანდრე ცაგარელი, სტუდენტი

ნინო სუქნიძე, იურისტი

მათე გაბიცინაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი

ვახუშტი მენაბდე, ადამიანის უფლებების იურისტი

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი

ნათია მჟავანაძე, განათლების პოლიტიკის სპეციალისტი

ნინო ძოწენიძე, ინგლისური ენის სპეციალისტი

ანა მარგელაშვილი, იურისტი

ნინო ბიგვავა, მენეჯერი

ნანა აბაშიძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

ნინო ბაიდაური, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის

ნათია გვიანიშვილი - გენდერის კვლევის სპეციალისტი

თეონა იმერლიშვილი, სტუდენტი

ნინო გოგინაშვილი: ფსიქოლოგი

ნანა ყაჭაშვილი: სტუდენტი,

ივეტა გოგავა, სტუდენტი

ნიკა ბაგალიშვილი, სტუდენტი

ქეთევან ბახტაძე, იურისტი

ნაზი ჯანეზაშვილი, იურისტი

ნანა ბაგალიშვილი, სამოქალაქო ინიციატივა

ირაკლი ვაჭარაძე, იდენტობა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?