ინგა პავლოვას პირველი ვიდეოგანცხადება: "ჩემს ყოფილ მეუღლეს, ბიძინა ივანიშვილს, სასამართლოში ვუჩივლებ" (ვიდეო)

Image

ინგა პავლოვა, რომელიც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მასზე 1991 წელს, პარიზში იყო დაქორწინებული, ხოლო 1994 წელს, პროცესში მისი მონაწილეობის გარეშე გააფორმა განქორწინება, პირველ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის აპირებს, სასამართლოში იჩივლოს ივანიშვილის წინააღმდეგ.

 

ინგა პავლოვა ამბობს, რომ 1991 წლის ნოემბერში მასზე დაქორწინებული ბიძინა ივანიშვილი, ოფიციალური ინფორმაციით, იმავე წლის სექტემბერში უკვე დაქორწინებული ყოფილა ეკა ხვედელიძეზე, რის შესახებაც პავლოვამ უკვე გვიან, 2011 წელს გაიგო, როცა ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კლიპი ნახა.

 

ინგა პავლოვა ასევე ამბობს, რომ 1995-დან 2006 წლამდე ბიძინა ივანიშვილი და მისი თანაშემწე სტანისლავ პოლიაკოვი მის კუთვნილ საბუთებს ანგარების მიზნით იყენებდნენ და გაფორმებული ჰყავდათ ორ ბანკში, მაშინ როცა მას, რეალურად, არცერთ ბანკში არ უმუშავია. პავლოვას თქმით, ეს ფაქტი მისთვის დამოუკიდებელი ჟურნალისტის ვლადიმირ ივანიძის მიერ მოპოვებული მასალებიდან გახდა ცნობილი, რაც გააგზავნა კიდეც რუსეთის შესაბამის სტრუქტურაში, სადაც ივანიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

 

"იქედან მიპასუხეს, რომ დიახ, დანაშაული სახეზეა, მაგრამ საქმეს არ აღვძრავთ, რადგან მას შემდეგ დიდი ხანია გასულიო. მე მიმაჩნია, რომ ეს სამართლიანი პასუხი არ არის და 7 წელი არც ისე დიდი დროა. ამიტომ ვაპირებ, მივმართო სასამართლოს. მას მედიის საშუალებების მადლიერი დავრჩები, თუ ისინი დამეხმარებიან ჩემი პოზიციის გავრცელებაში, ვინაიდან მოგეხსებათ, მდიდარი ადამიანის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა ადვილი არ არის და სიცოცხლისთვისაც საშიშია". 

 

ინგა პავლოვა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან კომპენსაციის მოთხოვნას მისი პირადი საბუთების ანგარების მიზნით გამოყენების გამო მოითხოვს.

 

შეგახსენებთ, რომ ინგა პავლოვას აქამდე ვიდეომიმართვა არ გაუკეთებია. მანამდე არსებობდა მისი ჩანაწერი "ფეისბუქის" პროფილში, მისსავე კედელზე, სადაც ის სწორედ მისი პირადი საბუთების ანგარების მიზნით გამოყენებაზე აკეთებდა აქცენტს:

 

pavlova5.jpg

 

რაც შეეხება პრესას, პრესაში არსებობდა მხოლოდ მისი ბეჭდური ინტერვიუ, რომელიც მან ჟურნალისტ ვლადიმირ ივანიძეს მისცა და სადაც დეტალურად ჰყვებოდა ბიძინა ივანიშვილთან მისი ურთიერთობის დეტალებს. ვლადიმირ ივანიძე, აქვეყნებდა რა ინტერვიუს ინგა პავლოვასთან, წერდა:

 

„რამდენიმე დღის წინ (პრესკონფერენცია 2013 წლის ოქტომბერში გაიმართა, - რედ.) ცნობილმა ქართველმა ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ პრემიერმინისტრს დაუსვა შეკითხვა მისი ყოფილი ცოლის ინგა პავლოვას შესახებ. შეკითხვამ პრემიერმინისტრი, ლამის იყო, ისტერიკაში ჩააგდო და შეეცადა ჟურნალისტის გაჩუმებას, მოუწოდა რა მას „ეთიკური ნორმების დაცვისაკენ“ და „თავისი ადგილის ცოდნიკენ“. ბერულავა, რასაკვირველია, არ შეეპუა პრემიერს და მოსთხოვა, დასმული შეკითხვისთვის ეპასუხა, რის შემდეგაც პრემიერმინისტრმა საბოლოოდ დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე“.

 

ინტერვიუში ინგა პავლოვა ამბობს, რომ მან და ბიძინა ივანიშვილმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს და ბიზნესპარტნიორები იყვნენ. ხოლო შემდეგ პავლოვა პარიზში წავიდა ფრანგულის სასწავლებლად. ივანიშვილმა პავლოვას პარიზში ჩააკითხა და იქ იქორწინეს, მანამდე კი, როგორც ჟურნალისტი ვლადიმერ ივანიძე თავის ჟურნალისტურ გამოძიებაში ამტკიცებს, ივანიშვილმა ეკატერინე ხვედელიძეზე იქორწინა.

 

ინგა პავლოვა ივანიძესთან ინტერვიუში აცხადებს, რომ შემთხვევით მხოლოდ 2012 წელს გაიგო ივანიშვილის ორცოლიანობის, ანუ იმის შესახებ, რომ მას პავლოვას პარალელურად, ეკატერინე ხვედელიძე ჰყავდა ცოლად:

 

„ბიძინა ივანიშვილის ორცოლიანობის შესახებ 20 წლის შემდეგ სრულიად შემთხვევით, 2012 წლის ზაფხულში შევიტყვე და ამ ფაქტის შესახებ პოლიციას ვაცნობე.

 

ბიძინასთან საქორწინო კონტრაქტიც კი არ მქონია. ისე გამშორდა, არც კი შემატყობინა, რათა კანონით დაკისრებული წილი არ მოეცა.

 

ბიძინა ხარბი ადამიანია, არასოდეს დამხმარებია, მხოლოდ გამომიყენა, რომ საფრანგეთში ეცხოვრა.

 

ჩემი აზრით ბიძინა ახლა ეკას იყენებს, როგორც სამშობიარო მანქანას, ხუთი შვილის შეკვეთით, ალბათ მასზე დაქორწინებულიც არ არის. ვიღაცამ გამოიყენა ჩემი დოკუმენტები, რომ გადასახადები არ გადაეხადა. ეს ინფორმაცია ვლადიმერ ივანიძისგან შევიტყვე. ახლა რუსეთის საგადასახადო პოლიცია იკვლევს, ვინ ხსნიდა ფირმებს ჩემს სახელზე და ვინ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის ბანკში ჩემი სახელით. მძულს ბიძინა, მისი ბრმა სიხარბის გამო“, - ამბობდა ინგა პავლოვა.

 

ვლადიმირ ივანიძემ თავის დროზე გამოაქვეყნა ასევე პარიზის ნოტარიალური არქივიდან ოფიციალური გამოთხოვის გზით მიღებული, დამოწმებული ამონაწერი, რითაც დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი და ინგა პავლოვა მართლაც იყვნენ დაქორწინებულნი. ეს სწორედ იმ ნოტარიალური არქივის ჩანაწერია, რომლის ხსენებამ "აფხაზეთის ხმის" მიერ ბიძინა ივანიშვილი პრესკონფერენციაზე წყობილებიდან გამოიყვანა:

 

PAVLOVA2.jpg

 

ვიდეომიმართვაში ინგა პავლოვას მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, ის თავის ბრალად მიიჩნევს, რომ განქორწინება ასეთი ფორმით მოხდა - მისი მონაწილეობის გარეშე და რომ ამაზე ადრე არაფერს ამბობდა. რაც შეეხება განქორწინების დეტალებს, ამაზეც, თავის დროზე სწორედ ჟურნალისტმა ვლადიმირ ივანიძემ დაწერა:

 

"განქორწინება მოხდა მათი «ერთობრივი თხოვნის» საფუძველზე, როგორც ნათქვამია სასამართლოს დადგენილების დოკუმენტში. საინტერესია განქორწინების გარემოებების განხილვა. ინგა პავლოვა ამტკიცებს, რომ მას არ მოუწერია ხელი არავითარ დოკუმენტებზე განქორწინების შესახებ.

 

ერთადერთი, რაზეც მან მოაწერა ხელი, იყო რაღაც ქაღალდი, რომლის ხელის მოწერა მას «ბორისის» ადვოკატმა კატეგორიულად მოსთხოვა. იმ ქაღალდზე იყო აბსურდული ულტიმატუმი: პავლოვამ უნდა გაუჩინოს ივანიშვილს ხუთი შვილი, თუ არა და– განქორწინება! ამას, შეიძლება დაარქვათ, რაც გინდათ, მაგრამ არ შეიძლება გამოდგეს, როგორც მიმართვა სასამართლოში «განქორწილების ერთობრივი თანხმობის» შესახებ.

 

პავლოვამ, რა თქმა უნდა, უარი თქვა «ხუთი შვილის» გაჩენაზე და მოაწერა ხელი. და ამის შემდეგ პავლოვამ ისიც კი არ იცოდა, რომ მაისში შედგა სასამართლოს სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეკატერინე ხვედელიძე, შემდგომ გარემოებებიდან გამომდინარე, პარიზში იმყოფებოდა ივანიშვილის და პავლოვას განქორწინების მომენტში..."

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !