
ღამის განმავლობაში თბილისში და, ზოგადად, საქართველოს ყველა რეგიონში წვიმდა. თბილისში გადაღებული რამდენიმე ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
"ფეისბუქზე" პოპულარულია ვიდეო, სადაც ჩანს თბილისის ანძა და ელვა მის თავზე. ვიდეოს სახელწოდებამ "თბილისის ანძას მეხი ეცემა" აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ ის თავად გადაიღო და არანაირი მონტაჟისთვის არ მიუმართავს, რასაც სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილი არ ეთანხმება და წერს, რომ ვიდეოში, სინამდვილეში, სამონტაჟო სპეცეფექტია გამოყენებული.