
ჟიურისა და მაყურებლების საყოველთაო მოწონება დაიმსახურა "X-ფაქტორის მონაწილის, თბილისელი მებო ნუცუბიძის გამოსვლამ, რომელმაც ჰავაურ საკრავზე, უკულელეზე დაუკრა და ჯონ მაიერის სიმღერა შეასრულა.
"მე ისეთი წარმოდგენა მქონდა, რომ ვიყავი უკვე ვარსკვლავის ლაივ-კონცერტზე და არა "X-ფაქტორის" მონაწილის გამოსვლაზე";
"შენნაირი ადამიანების გამო არ ვვარდები დეპრესიაში და კიდევ ვხვდები, რომ ძალიან მაგარი მუსიკოსები ცხოვრობენ ქვეყანაში და ყველანაირად მხარს გიჭერ შენ." - ასეთი იყო ჟიურის წევრების შეფასება.