
ინგლისში მდებარე საფარი-პარკში, ავტომანქანაში ორ მცირეწლოვან შვილთან მყოფი დედა შემზარავი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ან აალებულ მანქანაში დარჩენილიყო და მაშველებს დალოდება, ან მანქანიდან შვილებთან ერთად გადმოსულიყო და ლომების გარემოცვაში აღმოჩენილიყო.
დედამ მეორე გზა აირჩია და, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა: საფარი-პარკის 12 ლომი აალებულ მანქანას დიდი ინტერესით აკვირდებოდა, თუმცა, ისინი 400 მეტრის მანძილზე დარჩნენ და სასოწარკვეთილი დედისთვის, რომელიც შვილებს იყო გადაფოფრილი, ყურადღება არ მიუქცევიათ.
რეინჯერებმა თავიანთი საქმე გააკეთეს და შემთხვევის ადგილზე სწრაფად გამოცხადდნენ, რის შემდეგაც დედა და შვილები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. რამდენიმე დღის წინ მომხდარი ეს ინციდენტი საფარი-პარკის სხვა სტუმარმა გადაიღო.