
„კომედი არხზე“ ახალი გადაცემის ჟიურის წევრები იქნებიან ნინო ჩხეიძე, ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი. ინფორმაციას „კომედი არხი“ „ფეისბუქის“ გვერდზეც ავრცელებს.
როგორც გადაცემის ანონსშია ნათქვამი, მუსიკალურ შოუში გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ახალ გასართობ მუსიკალურ შოუში „საქართველოს ფანოღში“ მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მოყვარულ მომღერალს.
მსურველებს რეგისტრაციისთვის შეუძლიათ დარეკენ ტელეფონის ნომერზე: 577 04 20 20.