აფხაზეთში ე.წ. სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს.
8 აპრილს სოფელ ხურჩასთან ხურჩის მკვიდრი ტარიელ ბერია დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედავებოდნენ.
ბერიას ოჯახის წევრების განცხადებით, ე.წ. ჯარიმის გადასახდელი თანხა ახლობლებმა შეაგროვეს. 10 000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ ტარიელ ბერია საკუთარ საცხოვრებელ სახლში დღეს დილით დაბრუნდა.