
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით აღმოსავლეთ უკრაინის მცხოვრებთა წინააღმდეგ ტანკებისა და ავიაციის გამოყენება კიევის ახლანდელი მთავრობის კიდევ ერთი შეცდომაა:
"უკრაინაში მოხდა ლეგიტიმური ხელისუფლების არაკონსტიტუცირი დამხობა, რაც ზოგს მოეწონა, ზოგს – არა. აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხი დაფიქრდა თავის მომავალზე. ისინი შეშინდნენ, რომ წაართმევდნენ ენას, წარმომავლობას. იმის მაგივრად, რომ ხალხთან დიალოგი გაემართათ, კიევიდან თავიანთი ხალხი ოლიგარქები გააგზავნეს ადმინისტრაციულ და ხელმძღვანელ პოსტებზე სამუშაოდ. ხალხის წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყეს. მეტიც, მოქალაქეების წინააღმდეგ ტანკები და ავიაცია გააგზავნეს. რაც კიევის ამჟამინდელი მთავრობის კიდევ ერთი შეცდომაა
ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად დავფიქრდეთ გამოსავალზე. ხალხს შევთავაზოთ ნამდვილი დიალოგი, ხალხს უნდა ველაპარაკოთ და ვიპოვოთ გამოსავალი. მხოლოდ დიალოგის, დემოკრატიული პროცედურების გზით მოგვარდება პრობლემა და არა ტანკებისა და ავიაციების გზით", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.