მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

სააკაშვილის განცხადებით, მსგავსი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში უკრაინა ყველაფერს დაკარგავს, ვლადიმერ პუტინი კი არ გაჩერდება:

 

"ყირიმით თითოეულ უკრაინელს წაართვეს შემოსავლების 25%. იქ არის გაზი, ასევე ტურისტული პოტენციალი, რომელიც სრულად არ იყო ათვისებული. რეალურად, თქვენ გართმევენ ყველაფერს, ახლა უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში, ძნელი საყურებელია ის, რომ თქვენი სამხედრო მეთაური თავის ჯარისკაცებს ომის წინ უყვება, რომ რუსეთის ჯარი ისეთი ძლიერია, მასთან ბრძოლას აზრი არ აქვს. უკვე მთელი მსოფლიო მოგიწოდებთ მოქმედებისკენ, მათ შორის ისინიც, რომლებიც პაციფისტები არიან. ყველაზე დიდ ქვეყანას ევროპაში ნაწილებად შლიან. თუ ასე გაგრძელდა, თქვენ დაკარგავთ ყველაფერს, მაგრამ პუტინი არ გაჩერდება

 

ყველა ერს აქვს მომენტი, როდესაც მისი მომავალი წყდება. 2008 წელს რომ არ გამეცა ბრძანება, რუსეთის ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე, დღეს არც დედაქალაქი გვექნებოდა და არც სახელმწიფო. ჩვენმა 10-ჯერ უფრო პატარა ჯარმა, ვიდრე უკრაინას ჰყავს, მაინც გადაწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. მე ვერ ვიტან ომს, მაგრამ ჩვენ გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა. და თუ ხელისუფლების ორგანოებს ბოლომდე მოქმედება არ შეუძლიათ, ხალხს უნდა მისცეთ ამის საშუალება. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს აღმოსავლეთ უკრაინაში და მათი აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინის პატრიოტია. მიეცით ამ ხალხს საშუალება, დაიცვან სახელმწიფო, იმიტომ რომ დონეცკში 20-მა ადამიანმა აიღო შტურმით სახელმწიფო შენობა. ეს სირცხვილია. როგორ შეიძლება 20 ადამიანს შეეძლო სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შენობების აღება?!", - განაცხადა სააკაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?