-
2014-04-17 10:54
უკრაინელმა სამხედროებმა, ქალაქ კრამატორსკში სამხედრო აეროდრომიც დაცვა გააძლიერეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის აეროდრომის გარშემო სიტუაცია კონტროლირებადია, ობიექტი მუშაობს.
„ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, აეროდრომის ტერიტორიაზე უკრაინის შინაგან სამინისტროს ერთ-ერთი ქვედანაყოფი მივიდა. სამხედროებმა, მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელეს აეროდრომზე შეტევის მცდელობის დროს.“- აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
შეგახსენებთ, 15 აპრილს ამოუცნობა შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც სამხედრო ფორმაში იყვნენ ჩაცმული, აეროდრომზე შტურმის მიტანა სცადეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს მათი მოგერიება.