
მარიუპოლში ეროვნული გვარდიის სამხედრო ნაწილზე იერიშის დროს, 3 თავდამსხმელი დაიღუპა, 13 დაიჭრა და 62 დაკავებულია. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.
„ღამე, ეროვნული გვარდიის სამხედრო ნაწილზე თავდასხმის საპასუხოდ, შსს-მ თავდამსხმელთა დაახლოებით 400-კაციანი ბანდის, განეიტრალების ოპერაცია განახორციელა.
მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა ფუგასებისა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლა დაიწყებს, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს, განმეორებითი თავდასხმისას კი უკვე იძულებებულები გახდნენ დამიზნებით ესროლათ“-წერს ავაკოვი.
მისი ინფორმაციით, განგაშის გამოცხადების შემდეგ მარიუპოლის შსს-ს მილიციის განყოფილებების სრული მობილიზება მოხდა.
„მილიციისა და ეროვნული გვარდიის მეომრების მიერ განხორციელებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, თავდამსხმელთა ბანდის ნაწილი გაიფანტა, ნაწილი კი განაიარაღეს.
ამ დროისთვის ოპერაცია გრძელდება. შსს-ს სპეცშენაერთები დარჩენილი შეიარაღებული ჯგუფის დევნის ოპერაციას ახორცილებენ.
ქუჩებში მილიცია პატრულირებს. შსს-ოს რიგებში მსხვერპლი არ არის. ამ ეტაპზე დაკავებული თავდამსხმელების იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს.“