
10 000 დოლარი რუსი დივერსანტის დატყვევებისთვის და 1000 დოლარი იარაღის ჩაბარებისთვის--ასეთი გადაწყვეტილებით დასრულდა დნეპროპეტროვსკის ეროვნული დაცვის შტაბის სხდომა ღამის 3 საათზე.
გუბერნატორის მოადგელე კორბანი აცხადებს, რომ „დონბასის მცხოვრებლები, არა იმიტომ გამოთქვამენ პროტესტს, რომ მათ ომი უნდათ, არამედ იმიტომ, რომ სჭირდებათ ახალი ეკონომიკური სტიმული.
რაოდენ ბევრიც არ უნდა გადაუხადოს იანუკოვიჩმა მათ ომისთვის, ჩვენ უფრო მეტს გადავიხდით მშვიდობისთვის. ჩვენთან მუშაობა მათთვის უფრო მომგებიანია“-აცხადებს კორბანი.