-
2014-04-17 09:56
დღეს ჟენევაში უკრაინის თემაზე ოთხმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრაზე არ დადგება უკრაინის ფედერალიზაციის საკითხი.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი, უკრაინის საგარეო საქმეთა მოვალეობის შემსრულებელ ანდრეი დეშიცას შეხვდა.
ამის შესახბ ეშტონის წარმომადგენელი მაიკლ მანი, „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგზე წერს. როგორც ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, ამ შეხვედრაზე, უკრაინა რუსეთს ხუთ მოთხოვნას წაუყენებს. აშშ-ევროკავშირი-უკრაინა-რუსეთის ოთხმხრივი შეხვედრა უკრაინის დროით 12 საათზე დაიწყება.