-
2014-04-17 04:29
ზაპოროჟიელებმა მაღაზიებში მასობრივად დაიწყეს სანადირო და გაზის იარაღის შესყიდვა. ამის შესახებ „უკრინფორმს“ შსს-ს საოლქო სამმართველოში უთხრეს.
„იარაღზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ძირითადად, ყიდულობენ სანადირო, გლუვლულიან იარაღსა და გაზის იარაღს“, - აცხადებენ შსს-ში.
გამოცემა წერს, რომ ზაპოროჟიელების ეს ნაბიჯი იძულებითი ზომაა, რადგან ოლქში მკვეთრად იმატა დანაშაულთა რიცხვმა. 2014 წლის დასაწყისიდან ამ დრომდე ზაპოროჟიეში 8 ათასზე მეტი დანაშაული მოხდა, რაც შარშანდელთან შედარებით 5,5%-ით მეტია.
გამოცემა წერს, რომ ამ დროისთვის ზაპოროჟიეში იარაღის ლეგალურად მფლობელთა რიცხვი 10 ათასს უტოლდება.