-
2014-04-17 04:01
ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი რეჟისორი გურამ მელივა გარდაიცვალა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ის 1957 წლიდან მოღვაწეობდა, იყო დამდგმელი რეჟისორი და სამხატვრო კოლეგიის თავმჯდომარე. 1975 წლიდან შემოქმედდებით საქმიანობას ეწეოდა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრშიც. გურამ მელივას რეჟისორობით 100-ზე მეტი სპექტაკლი დაიდგა.
სახალხო არტისტს 19 აპრილს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
"რეპორტიორი"