-
2014-04-16 20:25
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალის წინასწარიდაკავების იზოლატორიდან ქართველი ჟურნალსიტების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"მათი გათავისუფლების ხელშესაწყობად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაუყოვნებლივ აამოქმედა ცხელი ხაზი და მუდმივ კონტაქტზე იყო ყველა მხარესთან, დღეს, ჟურნალისტების გათავისუფლებამდე.
აღდგომის დღესასწაულის პერიოდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყველა მხარეს მოუწოდებს მაქსიმალური შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემისკენ, რაც საშუალებას მიცემს ადგილობრივ მოსახლეობას აღნიშნოს მართლმადიდებელ მორწმუნეთათვის ეს მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული საერთო ტრადიციების შესაბამისად, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში", -ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.