გორის რაიონის რამდენიმე სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზარალი მიადგა ქვახვრელს , ხიდისთავს და ატენის ნაწილს.
ძლიერი სეტყვისა და წვიმის ხანგრძლივობამ დაახლოებით ნახევარი საათი შეადგინა.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სეტყვამ გაანადგურა ხილის ნარგავები, ვენახები და ნათესი კულტურები. მოსახლეობა ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.