
მომღერალი ირაკლი ჩარკვიანი (მეფე) პირველი თაობის „მეცხრე არხისთვის“ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში იმ მომღერლებისა და, ზოგადად, ქართველების შესახებ საუბრობს, რომლებსაც, ფაშის კარზე გაზრდილებს, ფაშა, ანუ ბატონი სჭირდებათ.
„სხვანაირად არ შეუძლია, დამოუკიდებლობა არ შეუძლია, ფსიქოლოგიურად, ამ ჩემისას - ფაშის კარზე გაზრდილს, ფაშა უნდა, ფაშა არ იქნება, რუსი უნდა...“, - ამბობს აწ გარდაცვლილი მომღერალი, რომლის სიმრერები დღესაც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.