
„რუსთავი-2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ თენგიზ გოგოტიშვილმა წინასაარჩევნო მარათონის დაწყების გარდა, სიუჟეტი შს მინისტრის ცნობილ განცხადებასაც მიუძღვნა.
ჟურნალისტმა კიევის ევრომაიდნის თავისებურებები გაიხსენა, ასევე ცნობილი განცხადების ავტორს, გენერლად ცნობილ ტრისტან წითელაშვილს შეხვდა და გაიხსენა, რომ კიევში, როცა გარეთ ტემპერატურა -23 გრადუსი იყო, ბარიკადებზე მისატანად ტომრებს თოვლით ავსებდნენ, ხოლო დამატებით იარაღად ქვაფენილიდან აყრილ ფილებს იყენებდნენ.
სიუჟეტის მიხედვით, საქართველოში მაიდნის გამეორების შემთხვევაში ფილაქანი კი არის, მაგრამ გასაყიდად გამოტანილი საჩხერის ქვიშა „ოცნების“ საწინააღმდეგო ბარიკადის ასაშენებლად ნამდვილად არ გამოდგება.