წიკლაურზე თავდასხმის თვითმხილველი ჟურნალისტი: "ყველას შავი ტანსაცმელი ეცვა და სახეებზეც ასეთი ქსოვილები ჰქონდათ აფარებული"

Image

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი პარლამენტის წევრ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის თვითმხილველი შემთხვევით გახდა და ეს ამბავი "ფეისბუქის: საკუთარ გვერდზე აღწერა.

 

"აფხაზეთის ხმა" ლია ტოკლიკიშვილის სტატუსს გთავაზობთ:

 

"ღამის სამი საათიდან ოთხის ნახევრამდე იქნებოდა. ახალი დაწოლილი ვიყავი და ოდნავ ჩათვლემილი... მეგონა, მესიზმრებოდა - კაცის ხრიალი, მოგუდული ხმით ყვირილი - "მიშველეთ" და გინების, ფურთხებისა და კიდევ რაღაც ხელსაწყოების ხმა.

 

არ მახსოვს, რამდენ ხანს მეგონა სიზმარი. როცა მივხდი, რომ ეს ხმები ეზოდან ისმოდა და ვიღაცას კლავდნენ, ფანჯრისკენ გავიქეცი. კორპუსის წინ მდგარ მანქანაში ვიღაცას ტენიდნენ ან, პირიქით, მანქანიდან გადმოთრევას ცდილობდნენ. ალბათ, პირველი, რადგან ის უძალიანდებოდა, როგორც შეეძლო.

 

პირზე ხელს აფარებდნენ და სახეში ურტყამდნენ. ხელებში რაღაც ელექტროხელსაწყოები ეჭირათ, რომლებიც ცისფრად ანათებდნენ და რაღაც ხმებს გამოსცემდნენ.

 

ყველას შავი ტანსაცმელი ეცვა და სახეებზეც ასეთი ქსოვილები ჰქონდათ აფარებული. ყვირილის გარდა რა შემეძლო. "ახლავე გაუშვით ხელი..., ახლავე! თორემ პოლიციაში დავრეკავ!" - ავყვირდი. რამდენიმე მანქანაში ჩაჯდა.

 

ყვირილი გავაგრძელე და, რადგან სამზარეულოს ფანჯრასთან ვიყავი, იქვე მდგარი კარტოფილის პარკიდან დიდი კარტოფილებიც ამოვიღე, რომ, თუ არ გაუშვებდნენ, მანქანისთვის დამეყარა. მაგრამ ნელ-ნელა გაუშვეს.

 

ჩემს ყვირილზე სხვა ფანჯრებშიც აანთეს შუქი და სხვებიც ახმაურდნენ. მანქანა ჯერ ნელა წავიდა... ნაცემი მიწიდან წამოდგა და ფანჯრისკენ ამოიხედა:

 

"ნუგზარ წიკლაური ვარ! დარეკეთ პოილიციაში..."– მანქანა სწრაფად გავიდა ეზოდან. "ბატონო ნუგზარ, სახლში ადით!" - გადავძახე და ეზოში ჩასვლაც ვცადე, მაგრამ დედაჩემი აყვირდა...

 

მეტი არაფერი ვიცი. მთელი ღამე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები იდგნენ კორპუსის წინ. პოლიციაშიც, ალბათ, თავად ნაცემმა წიკლაურმა დარეკა. თვითონ თუ აქვს, ალბათ, ისევ ილუზია მხსნელი პოლიციის შესახებ".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !