„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის გატაცების მცდელობის გამო

Image

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია:

 

„დღეს, დილის 3 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრს ნუგზარ წიკლაურს საკუთარ სახლთან თავს დაესხა ნიღბიანი და ელექტროშოკებით შეიარაღებული რვა უცნობი პირი.

 

თავდამსხმელები, რომლებაც რამდენჯერმე გამოიყენეს ელექტროშოკი, ცდილობდნენ დეპუტატ წიკლაურის მანქანაში ჩასმას და გატაცებას, თუმცა წინააღმდეგობის და მეზობლების ჩარევის შედეგად ეს ვერ მოახერხეს. ნუგზარ წიკლაურს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები სახის არეში და სხეულზე.

 

თავდამსხმელები მოქმედებდნენ დისციპლინირებულად, განლაგებული იყვნენ მისი საცხოვრებელი კორპუსის მთელ პერიმეტრზე და არ უთქვამთ არც ერთი სიტყვა. თავდასხმის ადგილი მათ დატოვეს ორგანიზებულად. აღნიშნული მიუთითებს, რომ უდიდესი ალბათობით, ისინი იყვნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები და ასრულებდნენ დავალებას.

 

ნუგზარ წიკლაური გამოირჩევა ამჟამინდელი მთავრობის კოლაბორაციონისტული მისწრაფებების კრიტიკით. მან არაერთხელ მწვავედ გააკრიტიკა პირადად ღარიბაშვილი რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლების, ოკუპანტთან მებრძოლი ოფიცრების და პოლიტიკური მოღვაწეების პოლიტიკურად-მოტივირებული დევნის და სხვა მსგავსი მოქმედებებისთვის.

 

ნუგზარ წიკლაურმა ასევე გამოააშკარავა ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ფარცხალაძის ხელმძღვანელობით ყოფილი ოფიცრის, 2007 წლის კოდორის სპეცოპერაციის მონაწილის შალვა თათუხაშვილის პროკურატურის თანამშრომელთა მიერ გატაცება და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით მისი წამება, რამაც გამოიწვია თათუხაშვილის სიკვდილი.

 

იმ პროკურორების მიმართ რომელთაც უშუალოდ შეასრულეს ეს დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივი დავალება საქმეც კი არ არის აღძრული, აღარაფერს ვამბობთ მათ დაპატიმრებაზე.

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ამჟამინდელ მთავრობას, პირადად დე-იურე პრემიერ ღარიბაშვილსა და პასუხისმგებლობა გაქცეულ დე-ფაქტო მმართველ ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს პარლამენტის წევრის გატაცების დანაშაულებრივი დავალების გამცემთა და შემსრულებელთა უსწრაფეს დროში არდასჯა დაადასტურებს ღარიბაშვილ-ივანიშვილის პასუხისმგებლობას.

 

ღარიბაშვილ-ივანიშვილის მიზნის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გატეხვა და მისი ღია პრორუსული ოპოზიციით ჩანაცვლება - მიუღწეველია. ჩვენ გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას საქართველოს და მისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !