
ირაკლი ყიფიანი, რომელსაც საზოგადოება რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერად და „ევრაზიული კავშირის“ პროპაგანდისტად იცნობს, ნანუკა ჟორჟოლიანს კითხვით მიმართავს, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი.
ირაკლი ყიფიანთან მიმოწერის ფრაგმენტი ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა, სადაც ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი კითხვაზე ძალიან მზაფრად რეაგირებს, ხოლო პასუხად ყიფიანი წერს, რომ ომი „შიზოფრენიკმა სააკაშვილმა“ დაიწყო და რუსეთმა მხოლოდ „შეტოპა“.