
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღშფოთებულია დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტით და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს დროულად გამოიძიონ თუ ვინ დაესხა თავს დეპუტატს.
"ეს, რა თქმა უნდა, არის აღმაშფოთებელი. მე მოვუწოდე შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ საქმე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნუგზარ წიკლაურს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, სახლთან სამი მანქანით შვიდი-რვა ნიღბიანი დახვდა, მათ ელექტროშოკიც გამოიყენეს და მისი გატაცება სცადეს.