
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "რეაქციაში" უარყო გადაცემის წამყვანის ეჭვი იმის შესახებ, რომ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დეპუტატებს თოქშოუებში მისვლას უკრძალავდნენ.
დავით უსუფაშვილმა ინგა გრიგოლიას მოუწოდა, პირდაპირ ეთერში დაესახელებინა იმ დეპუტატების გვარები, რომლებიც უარს აცხადებენ სტუდიაში მისვლაზე და ამბობდნენ, რომ ეს ვინმე აუკრძალა. ინგა გრიგოლიამ გვარები არ დაასახელა, მაგრამ პირობა დადო, რომ თუ მსგავსი შემთხვევა გამეორდება, ის ამას გადაცემის მსვლელობისას გაახმიანებს.