საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური ელექტროშოკის გამოყენებით რვა პირმა სასტიკად სცემა. დეპუტატი ამჟამად საავადმყოფოშია. ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა.
ინფორმაციას ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი ავრცელებს. ის წერს, რომ უცნობი პირები, რომლებიც წიკლაურს სახლთან დახვდნენ, დეპუტატის გატაცებასაც ცდილობდნენ:
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს ღამის 3 საათზე სახლთან დახვდა 8 უცნობი პირი, ელექტროშოკებით. სასტიკად სცემეს. ამჟამად საავადმყოფოშია. უნდოდათ მისი მანქანაში ჩატენვა, მაგრამ მეზობლების ჩარევის გამო ვერ მოახერხეს.
ჰაკიმ ფაშამ (ღარიბაშვილმა) ქუჩის ტერორი დაიწყო. მოწმეთა გატაცებიდან დეპუტატების გატაცებამდე მივედით", – წერს ირმა ნადირაშვილი "ფეისბუქზე".