
31 მარტს, 12:00 საათზე შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრები ბრიფინგს მართავენ. ჟურნალისტებთან შეხვედრა სოფელ თელეთში, თათუხაშვილების სახლში გაიმართება.
ბრიფინგზე შალვა თათუხაშვილის ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ გაახმიანებენ პროკურატურის მხრიდან ზეწოლის აქამდე ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ფაქტებს, ასევე მოითხოვენ გამოძიების ჩატარებას და შალვა თათუხაშვილზე ფიზიკური ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მონაწილე სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლების დასჯას.