-
2014-03-30 20:58
რუსი ანალიტიკოსი, ანტიქართული განწყობებითა და გამონათქვამებით ცნობილი ალექსანდრე დუგინი „ევრაზიული არჩევანი–საქართველოს“ ლიდერს არჩილ ჭყოიძეს ანტინატოური კამპანიის დაწყებისთვის მადლობას უხდის და გმირს უწოდებს.
ამის შესახებ, დუგინმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:
„საქართველოს ევრაზიული გმირი – არჩილ ჭყოიძე, ატლანტისტებთან ბრძოლაში, ბრავო არჩილ! ევრაზია უპირველეს ყოვლისა“, – წერს დუგინი.
„ევრაზიული არჩევანის“ ლიდერი არჩილ ჭყოიძე რუსული იდეოლოგიის ერთ-ერთი წარმომადგენლის სტატუსს გამოეხმაურა და თბილი სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა:
„ძვირფასო ალექსანდრ გელიევის ძევ, დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის. თქვენი ძვირფასი შრომისა და ლექციების შედეგად მე გავიგე თუ რას ნიშნავს „ევრაზიული კავშირი“ და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩემი თანამოქალაქეებიც გაიგებენ. თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩვენთვის, მით უმეტეს იმ რთულ ფონზე, რაც დაგვიტოვა ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, – წერს არჩილ ჭყოიძე.