
პოლიტოლოგი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრი თემურ ალასანია აცხადებს, რომ რუსეთი ყირიმში ეთნიკური წმენდისთვის ძალას აუცილებლად გამოიყენებს:
„ერთი შემიძლია ზუსტად ვთქვა – რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ძალას ყირიმში და იცით, რა კონტექსტში?! _ ეთნიკური წმენდის კონტექსტში ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების მიმართ. ვისურვებდი, მეთქვა, მინდა მჯეროდეს, რომ ასე არ მოხდება, ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ არსებობს და ეს პრეცედენტი შექმნა რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში", - აღნიშნა თემურ ალასანიამ „რადიო თავისუფლების“ ეთერში.