
უამინდობის და უხვი ნალექის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცა. ამ ყოველივეს ძლიერი ქარიც ემატება. ქარმა თბილისში რამდენიმე შენობა დააზიანა, მოგლეჯილია ბილბორდები.
სინოპტიკოსების ვარაუდით უამინდობა და ქარი მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე გასტანს.
„გაძლიერებულ რეჟიმზე ვართ გადასული, დამატებული გვყავს რამდენიმე სამაშველო ჯგუფი, სანამ სმგავსი ამინდი იქნება განვაგრძობთ ამ რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა თემურ გიორგაძემ.
უამინდობის გამო ცვლილებები შევიდა თვითმფრინავების ფრენის განრიგშიც. გადაიდო რამდენიმე რეისი. ხილვადობის არარსებობის გამო შეზღუდვებია საავტომობილო გზებზეც.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო რეისი თბილისი-სტამბოლის მიმართულებით გადაიდო. ავიაკომპანია „პეგასუსის“ კუთვნილი თვითმფრინავი ძლიერი ქარის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაეშვა.