
უამინდობამ ქედაში, სოფელ ბალაძეებში მეწყერი გამოიწვია, შედეგად ზოიძეების საცხოვრებელი სახლი განადგურდა.
ამის გამო ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ დაფიქსირებულა, რადგან ოჯახის წევრებმა სახლის დატოვება დროულად შეძლეს.
ამ დროისათვის საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენილი ოჯახი თავს მეზობლებს აფარებს. სტიქიასთან ბრძოლის კომისია დანგრეულ სახლს დაასურათებს, ოჯახის მდგომარეობას აღწერს და დახმარებას გაუწევს.