
შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის და „გელა ნიკოლაიშვილების“ მხრიდან, გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ცხედარზე არსებული დაზიანებების „მუწუკებად“ მოხსენიების გამო ცხედარზე დაზიანებების ამსახველ, ახლო ხედით გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:
„გელა ნიკოლეიშვილებო, რომ ვიცი თქვენი ბუნება, თვისება და ობიექტური აღქმის შესაძლებლობები, იმიტომაც დავდე წინა დღეს შალვა თათუხაშვილის სხეულის ფოტოები შორი რაკურსიდან გადაღებულები...
ვიცოდი, მავანთა მიერ დაზიანებები "მუწუკებად" რომ გასაღდებოდა და იმასაც იკადრებდნენ, თითქოს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ზოგიერთებმა გვამი განზრახ დაასახიჩრეს...
ახლა ვაქვეყნებ დანარჩენ ფოტოებსაც, ახლო რაკურსიდან რომაა გადაღებული... მიპასუხეთ , ოდნავ მაინც არ გრცხვენიათ გრძნობთ უხერხულობას?!
ვაი, რომ პროფესიულ მივალეობას ვასრულებ და ვალდებული ვარ სიტყვა არ გამექცეს, თორემ...
თუმცა რა აზრი აქვს თქვენთან საუბარს, უმჯობესია, საზოგადოებას კვლავ მოვუხადო ბოდიში და იმ დანარჩენი ფოტოების ნაწილი წარმოვადგინო, რაც ხელთ გამაჩნია...“, – წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და იმის გათვალიწინებით, რომ აღნიშნული, მძიმე ვიზუალის ფოტოები მნიშვნელოვანი დეტალია შალვა თათუხაშვილის საქმეზე სიმართლის დასადგენად, ირაკლი ზაქარეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს „აფხაზეთის ხმაც“ აქვეყნებს და არასრულწლოვნებსა და არამდგრადი ცენტრალური ნერვული სისტემის მქონე პირებს სთხოვს, ფოტოების ნახვისგან თავი შეიკავონ.