
ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი აქვეყნებს შალვა თათუხაშვილის ოჯახის განცხადებას, რომლითაც მას მიმართეს და სადაც ისინი შალვა თათუხაშვილის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ამახვილებენ ყურადღებას, ხოლო პროკურატურა აქვეყნებს შალვა თათუხაშვილის ახსნა–განმარტებას, რომლის მიხედვითაც მასზე ზეწოლა არ მომხდარა და ის მოწმეთა დაცვის პროგრამაში იყო ჩართული.
თავად ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ახსნა–განმარტების შემდეგ განაცხადა, რომ ამ დოკუმენტით თავად პროკურატურა ადასტურებს შალვა თათუხაშვილზე ზეწოლის ფაქტს:
„ამ დოკუმენტის შინაარსი არის პროკურატურის ცალკეულ თანამდებობის პირთა დანაშაულებრივი საქმიანობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულება... აღნიშნულით დადასტურება, რომ აუცილებელია – დაუყოვნებლივ იქნენ გადაყენებული თანამდებობიდან მთავარი პროკურორი გ. ბადაშვილი და პროკურარტურის მთელი ხელმძღვანელობა!
ვაქვეყნებ რა ზემოხსენებულ ახსნა–განმარტებას, მადლობას ვუხდი პროკურატურის იმ მუშაკებს, რომლებმაც თავიანთი შეცდომითა თუ წინდახედულობით, გადაწყვიტეს გაესაჯაროებინათ დოკუმენტი და ამით დაეხმარნენ საზოგადოებას, გაერკვნენ მომხდარის დანაშაულებრივ არსში“.
მოგვიანებით, ირაკლი ზაქარეიშვილის კომენტარები ასეთია:
„გამოძიების მიერ სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფი მოწმეები თურმე მცველებს გაურბიან, ტყეში იმალებიან და სამალავებს აკეთებენ...“;
„ამონარიდი ე.წ. "ახსნა–განმარტებიდან"
თურმე შალვას 20 დღის განმავლობაში ტყის სამალავში დღისით ეძინა, ღამე ფხიზლობდა, ხან კი თბილისში ჩამოდიოდა გამვლელი ტრანსპორტით... ერთ მშვენიერ დღეს, ტყიდან წამოსული შალვა, პირდაპირ ღამის კლუბში მისულა, იქ ძალუმად დამთვრალა, მერე ლილოს პოლიციასში წაუყვანიათ, იქიდან კი ქ. თბილისის პროკურატურაში ამოაყოფინეს თავი ძნელაშვილთან“.
„აფხაზეთის ხმა“ აქვეყნებს როგორც შალვა თათუხაშვილის ოჯახის განცხადებას, ასევე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ, შალვა თათუხაშვილის ახსნა–განმარტებას:
(თითოეული ფოტო, "მაუსის" მიახლოებისას ექვემდებარება მასშტაბის გაზრდას)