
საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად გლობალურ აქციაში „დედამიწის საათი“ თავდაცვისა და შს სამინისტროებიჩ ჩაერთნენ, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილი წერს:
"ახლა კიდევ თავდაცვა!!! კაი, კიბეზე ფეხით ივლით და ლიფტს არ ჩართავთ, მაგრამ რადარები მაინც მუშაობს? საიდუმლო კავშირი? რაციები? ასაფრენი ზოლები?აკუმულატორები რით იტენება? მართვის პუნქტებიც სანთლის შუქზე მუშაობს? ოპერატიული მორიგე კოცონს ანთებს სახურავზე ინფორმაციის გადასაცემად და მისაღებად? ქვეყნის სამხედრო უწყების დენის გარეშე დატოვება თქვენ ხუმრობა გგონიათ? ფიქრობთ, რომ რუსეთის მიზანი 2008-ში სხვა იყო, ან 2014-ში სხვაა?..".
ერთი საათით ჩაბნელებული შს და თავდაცვის სამინისტროს ფოტოები "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდებზე თავად ამ სამინისტროების წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს.