
"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ძმები თათუხაშვილების ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
ფოტოზე ძმები შალვა, მიხეილ და გიორგი თათუხაშვილები ერთად არიან გადაღებული.
შეგახსენებთ, რომ შალვა თათუხაშვილი, რომლის გარდაცვალებას მამა, გენერალი გოგი თათუხაშვილი პროკურატურაში დაკითხვისა და მასზე ზეწოლის ფაქტს უკავშირებს, დღეს დაკრძალეს.