
ტრაგიკულად დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანის მონაწილეობით მარტვილში.
სოფელ ინჩხურთან, წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა გადაბრუნდა, ხოლო სალონიდან გადმოვარდნილი რუსთაველი, 25 წლის ასაკის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ავტომანქანაში კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც საშუალო სიმძიმის დაზიანებით გადარჩა. ავარიის თვითმხილველთა თქმით, თანამგზავრისგან განსხვავებით, მძღოლს, რომელმაც სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები მიიღო და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა, უსაფრთხოების ღვედი არ ჰქონდა შეკრული.
შენიშვნა: ფოტო მიბმულია თემატური კავშირის პრინციპით და არ ასახავს ნიუსში აღწერილ შემთხვევას