აკაკი ბობოხიძის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა

Image

საქართველოს მთავარი პროკურატურა დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლევან ბობოხიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

 

„2014 წლის 28 მარტს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ,  ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების  ფაქტზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი  ლევან ბობოხიძე დააკავა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან ბობოხიძემ, მისი ახლობლის ნიკოლოზ კირთაძისათვის მატერიალური სარგებლის მისაღებად, დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ყალბი დოკუმენტებით სამასალე და საშეშე მერქნის გაფლანგვას. კერძოდ, 2010 წელს ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა  ზურაბ ჯიბუხაიამ და გამგებლის მოადგილე  ბესარიონ ჭელიძემ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე და საშეშე მერქანი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დადგენილების თანახმად სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა გადაეცათ, უსასყიდლოდ გადასცეს ნიკოლოზ კირთძეს. ამ უკანასკნელმა კი მიღებული მერქანი ცალკეული მოქალაქეების სახელზე შედგენილი ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ჩააბარა ხის გადამამუშავებელ საამქროებს, რომელთა ხელმძღვანელებმა ლევან ბობოხიძის დავალებით,  მიღებული მერქნის საბაზრო ღირებულების თანხა  ნიკოლოზ კირთაძეს გადასცეს.

 

აღნიშნული ქმედებით  გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით - 93,299 მ3,  12 580,69 ლარად  ღირებულების  ქონება, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი.

 

გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ ლევან ბობოხიძე 2006 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე, ხონის მუნიციპალიტეტის  უკლებლივ ყველა თანამშრომლისგან, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწევროს სახით, ყოველთვიურად სახელფასო განაკვეთის 10%-ს  კრეფდა,  რომელიც თითქოსდა უნდა მოხმარებოდა ხონში მცხოვრებ ამავე პარტიის დაუსაქმებელ აქტივისტებსა და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას, რეალურად კი  თანხას ლევან ბობოხიძე განკარგავდა თავისი შეხედულებისამებრ.

 

ამდენად, ლევან ბობოხიძე თაღლითურად დაეუფლა ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების კუთვნილ დიდი ოდენობით  თანხებს, რითაც არსებითად შეილახა ზემოხსენებულ პირთა კანონიერი ინტერესი.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 25, 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და“ბ“  და მეოთხე ნაწილის „ა“ ქ/პ, 25, 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 25, 341-ე მუხლებით,  რაც სასჯელის სახით  7 -დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !