ალასანიას მეუღლე ივანიშვილის მიერ მოწონებულ თბილისის პროექტს იწუნებს

Image

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შემოთავაზებული თბილისის ცალკეული უბნების პროექტი, სადაც საბაგირო გზები და დახრილი ლიფტებია გათვალისწინებული, „სალამურას თავგადასავალში“ აღწერილ „ალე ჰოპის ქალაქს“ ჰგავს.

 

ნათია ფანჯიკიძე წერს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ამ პროექტისთვის საჭირო თანხა რომელიმე პატარა, „ამორტიზირებული ქალაქის“ გასალამაზებლად დახარჯულიყო და კაზინოებიც იქეთ გადასულიყო, რის შემდეგაც "ლას ვეგას ალე ჰოპ სითი" შეიქმნებოდა:

 

"ალეეეე ჰოპ! სადღაც პროექტს მოვკარი თვალი, საბაგიროებით და "ცათმფრენებით" აღჭურვით რომ ემუქრებიან თბილისის ძველ უბანს და გამახსენდა არჩილ სულაკაურის "სალამურას თავგადასავალში" აკრობატების თოკებგაბმულ ქალაქში ალე ჰოპის სანახავად ჩასული სალამურა.

 

ბავშვობაში ვოცნებობდი, ასეთი ქალაქი რეალურად არსებულიყო, სადაც მთელი მოსახლეობა თოკებზე დახტის და კონწიალობს. დამემოწმებიან ტოლ-მეგობრები, მაგ ასაკში გარაჟიდან გარაჟზე ქარაშოტივით ვხტოდი, ვერ მეწეოდა ეზოს ვერცერთი საუკეთესო მორბენალი. ეგეთი ქალაქი რომ სადმე ყოფილიყო, იმ დროს უყოყმანოდ მიმიღებდნენ საპატიო მოქალაქედ.

 

მოკლედ... მე კი ამასობაში დავმიწდი და თოკი კი არა, პარკეტზეც ძლივს დავდივარ, ბრაგაბრუგი გამიდის, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, ამ ისედაც ერთი ციცქნა, ვიწრო სამშობლოში ადამიანები კიდით კიდემდე საკუთრებად რომ ვერ აღიქვამენ ამ ულამაზეს ქვეყანას და კიდევ უარესი, თბილისის ორ-სამ უბანზე და ქუჩაზე უჭირავს ყველას თვალი, თითქოს ამის მეტი არაფერი გვაქვს და არც გვჭირდებოდეს.

 

არადა ეს უზარმაზარი თანხა, საქართველოს რომელიმე სხვა, პატარა, ამორტიზებულ ქალაქს რომ მოხმარდეს, როგორიც დღეს არაერთია სხვადასხვა კუთხეში, ერთით მეტი ქალაქი გვექნებოდა, თანაც ცოტა სურეალისტური, სრულიად ახლებური არქიტექტურით, ალე ჰოპის ქალაქი და ვიქროლებდით საბაგიროებით, ნა ზდაროვიე...

 

გადავუქროლებდით უნიკალურ ტყეპარკებს, გაზაფხულზე რომ ყველა ფერად ყვავის და შემოდგომაზე რომ ყველა ფერად ალდება... იფ... კაზინოებსაც გადავაკოპწიალებდი, ჩემი ნება რომ იყოს და ეგეც შენი "ლას ვეგას ალე ჰოპ სითი" ანუ "კისერი გიტეხიათ, დამდგარხართ ყირაზე" მესიჯიც იქნებოდა აზარტო(ლუდო)მანებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფანჯიკიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !