
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა პრემირმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას შორის გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
შეხვედრის შესახებ განცხადებას ვაშაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს:
,,რატომ გააერთიანა პრეზიდენტმა ობამამ NATO-ზე ლაპარაკისას საქართველო და უკრაინა გაუგებარია. დღევანდელი სამართლებრივი მდგომარეობით უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფოა, რომელიც საქართველოსგან განსხვავებით არ აპირებს NATO-ში შესვლას. ზუსტად არ მოვიყვან გამონათქვამს, მაგრამ ძალიან ახლოს იმასთან, რაც უკრაინის ყოფილმა პრემიერმა, ნ. აზაროვმა, განაცხადა თავის დროზე:
Украинский парламент 3 июня 2010 года проголосовал за то, чтобы отказаться от предыдущей политики вступления в военный альянс НАТО. Предложенный президентом Виктором Януковичем законопроект гласит, что Украина является нейтральной державой, согласной сотрудничать с НАТО и другими военными блоками, например, с Организацией Договора о коллективной безопасности (ОДКБ), возглавляемой Россией.
შეცვლის თუ არა ამ კურსს დღევანდელი უკრაინის მთავრობა და რადა, ეს მათი სუვერენული საქმეა.
ჩვენ რაც შეგვეხება, მადლობა ღმერთს, რომ ბოლოს და ბოლოს გავიგეთ, რა იყო ღარიბაშვილის ვაშინგტონში ვიზიტის მთავარი შედეგი“, - წერს გრიგოლ ვაშაძე.